სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება  „ამინომჟავეები“ 



პროექტის მთავარი იდეა:
 ყველაზე მნისვნელოვანი, რაც შეიძლება ითქვას, არის ის, რომ
ამინომჟავა შედის ცილის შედგენილობაში.

თემის აქტუალობა:
ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვესწავლა თუ რა ამინომჟავეებია დღეისათვის ცნობილი,რა ფუნქცია აკისრია მათ ორგანიზმში, რა სახის საკვებშია გავრცელებული.
ჰიპოთეზა:  ,, ამინომჟავეები“ სახელწოდებიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ,რომ მას მჟავა თვისებები აქვს, ასევე უნდა შედიოდეს მჟავე გემოს ხილში, მაგრამ ეს ასე არაა, ის ამფოტერული თვისების მქონეა, და შეიძლება იყოს ტკბილი, მწარე და არ ქონდეს გემო.

პროექტის მიზანი: გავეცნოთ და შევისწავლოთ ამინომჟავეები, მათი როლი, განვსაზღვროთ პრობლემები. მოვიკვლიოთ ინფორმაცია, ორგანიზება გაუკეთოთ ჩვენს საქმიანობას, გავიაზროთ, რომ ამინომჟავეები ჩვენი ჯანმრთელობის ნორმალური განვითარების და ფუნქციონირების გარანტიაა.

მონაწილეთა ასაკი: 17-18 წელი

ვადები ხანგრძლივობა 4-5 დღე

მოსალოდნელი შედეგები: „ამინომჟავეების“ თვისებების შესწავლა,
შეუცვლელი ამინომჟავეების მოკვლევა, მათი მნიშვნელოვანი როლის შესწავლა და დაინტერესება ყოფა-ცხოვრებაში გამოყენების თვალსაზრისით.

პროექტისათვის საჭირო რესურსები: სახელმძღვანელო, ინტერნეტ ინფორმაცია, ვიდეო მასალები, სურათები. საჭირო რეაქტივები. ქიმიური ხელსაწყოები, ენციკლოპედია.

კვლევის საგანი: ,,ამინომჟავეების აღმოჩენა ხილში, როლის განსაზღვრა,და ორბუნებოვნების დადგენა.

კვლევის მეთოდები: ექსპერიმენტი, დაკვირვება, შედარება, ანალიზი.

პროექტის თეორიული ნაწილი:
რა არის ამინომჟავეები ? ამინომჟავა ეს არის ცილების და კუნთოვანი ქსოვილების საამშენებლო მასალა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
კონკრეტულად მათგან წარმოიქმნება და აღდგება ყველა ქსოვილი და სასიცოცხლოდ საჭირო ელემენტი: კუნთები, სახსრები, ხრტილები, თმა, ფრჩხილის და თმის საფარი. არსებობს 20  ამინომჟავა. აქედან 10 შეუცვლელია.

შეუცვლელი ეს ის ჯგუფია რომელსაც ადამიანის ორგანიზმი დამოუკიდებლად ვერ გამოიმუშავებს. ისინი მიღებული უნდა იქნას ბუნებრივი საკვების საშუალებით.

შეცვლადია
შეუცვლელია
ალანინი
ვალინი
არგინინი
გისტიდინი
ასპარგინი
იზოლეიცინი
ასპარგინის მჟავა
ლეიცინი
გლიცინი
მუტიონინი
გლუტამინი
ტრეონინი
გლუტამინის მჟავა
ტრიპტოფანი
პროლინი
ფენილალანინი
სერინი
 თიროსინი
ტიროზინი
ორნითინი 
ცისტინი




აქედან იზოლეიცინი, ვალინი, ლეიცინი  უმთავრესი ამინომჟავეებია. მათი შემცირება სისხლში იწვევს შაქრის შემცირებას. ისინი მოიპოვება ხორცში, თევზში, კვერცხში, რძეში.
იზოლეიცინი-მისი ნაკლებობა იწვევს შაქრის შემცირებას.ლეიცინი-ენერგიის   წყაროა, ნაკლებობა იწვევს ცილის დაშლას. ტრეონინი ხელს უწყობს იმუნური სისტემის განვითარებას. ტრიპტოფანი ხელს უწყობს ქცევის წონასწორობას. არგინინი წვავს ცხიმს, წმენდს ღვიძლს, თირკმლებს. მისი მიღებით სისხლში მცირდება ქოლესტერინი.
გლიცინი-ახალი უჯრედის წარმოქმნაში მონაწილეობს. სერინი-ხელს უწყობს აზროვნების და მახსოვრობის ამაღლებას ჩვენს ორგანიზმში.



ექსპერიმენტის შედეგები: ჩავატარეთ ცდა, დავამტკიცეთ,რომ ამინომჟავა ურთიერთქმედებს მჟავასთან და ტუტესთან.





შეფასება

აქტივობები
დაბალი
საშუალო
მაღალი

აქტიური მუშაობა.
პასიურია
ნაწილობრივია
აქტიურია
პროექტის შინაარსი
თემის არა ადეკვატური ინფორმაცია აქვს.
ზერელედ და ნაწილობრივ აქვს.
შესანიშნავად აქვს მოკვლეული

ექსპერიმენტი
 უჭირს, ვერ ახერხებს.      
კარგია და საინტერესო.
სრულფასოვანია
     .

საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ კავშირი: ისტ.ბიოლოგია.

 პროექტის ხელმძღვანელი: მზია ქარჩავა. 

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა.mziaqarchava@gmail.com                                                     



No comments:

Post a Comment